ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი მოსკოვს სტუმრობს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთს სტუმრობს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. მოსკოვმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ საფრანგეთის პრეზიდენტს მოუსმინონ, თუმცა არ ელიან რაიმე სახის გარღვევას.

რუსეთს უკრაინის საზღვარზე 100,000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული. დასავლეთში აცხადებენ, რომ კრემლი ომისთვის ემზადება, თუმცა კრემლი აღნიშნულს უარყოფს.

„სიტუაცია ძალზედ რთულია იმისათვის, რომ რაიმე სახის გადამწყვეტი გარღვევა იქნეს მიღწეული შეხვედრის დროს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, მაკრონის ვიზიტზე საუბრისას.

შეხვედრამდე საფრანგეთის პრეზიდენტი დასავლელ მოკავშირეებს, პრეზიდენტ პუტინსა და უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. მოსკოვის შემდეგ ის კიევში ჩავა. მოსკოვში გამგზავრებამდე, მაკრონმა ფრანგულ გამოცემა „კვირის გაზეთთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვმა „რეალისტური“ მიდგომაა საჭიროა.

„ჩვენ ვერ მივაღწევთ ცალმხრივ დათმობებს, თუმცა კრიტიკულია სიტუაციის გართულება იქნას თავიდან აცილებული“, - განუცხადა მან გამოცემას.

ახალი ამბებს სააგენტო „როიტერეთან“ საუბარში, სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მიზანი, დროის მოგება და სიტუაციის გაყინვაა რამდენიმე თვით, აპრილში საფრანგეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

XS
SM
MD
LG