ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერის თანამდებობაზე ედუარდ ფილიპი წარადგინა


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მემარჯვენე ცენტრისტი ედუარდ ფილიპი პრემიერ მინისტრის პოსტზე წარადგინა. 46 წლის, ფილიპს, რომელიც ეროვნული ასამბლეის წევრია, საპორტო ქალაქ ავრის მერის თანამდებობა ეკავა. ის რესპუბლიკური პარტიის, შუალედური ფრთის წარმომადგენელია.

მაკრონის მიერ ფილიპის თანამდებობაზე წარდგენა სავარაუდოდ იმის საჩვენებელია, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტს სურს გვერდი აუაროს ბრალდებებს, რომ მისი პარტია მემარცხენეა.

თავის საინაუგურაციო მიმართვაში, მაკრონმა პირობა დადო, რომ ის საფრანგეთის დაუბრუნებს კუთვნილ ადგილს ევროპასა და მსოფლიოში. მისი თქმით, ის გააგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG