ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო ფიცი დადო


14 მაისს ემანუელ მაკრონმა პარიზში საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

მაკრონი საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 39 წლის პრეზიდენტია. კვირასვე, ელისეს სასახლეში მაკრონსა და ყოფილ პრეზიდენტ ოლანდს შორის ხელისუფლების გადაბარების ცერემონია შედგა.

ახალი პრეზიდენტის წინაშე არაერთი გამოწვევა დგას, მათ შორისაა მაღალი უმუშევრობა საფრანგეთში. უახლეს მომავალში, მაკრონმა პრემიერ მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. 15 მაისს კი ის ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG