ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკედონიის ახალი სახელი ჩრდილოთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება


საბერძნეთმა და მაკედონიამ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით,

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის მიღწეული შეთანხმებით, მაკედონიის სახელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.

„კომპრომისი რომელსაც მივაღწიეთ, ინარჩუნებს ჩვენი ქვეყნის ღირსებას“, განაცხადა მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა.

საბერძნეთის პრემიერის ალექსის ციპრასის განცხადებით, ამ შეთანხმებით დამთავრდება მაკედონიის მიერ საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი პრეტენზია.

სახელის გადარქმევის სანაცვლოდ, მაკედონია ნატოში წევრობისთვის საჭირო საბერძნეთის მხარდაჭერას მიიღებს, რასაც საბერძნეთი აქამდე ბლოკავდა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მხარეებს „შეუძლებელის მიღწევა“ მიულოცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG