ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ რაკეტების ქალაქი ადამიანის მთვარეზე დასმის 50 წლისთავს ზეიმობს


ადამიანის მთვარეზე პირველად დაშვებიდან 50 წლის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ რაკეტების ქალაქში გინესის რეკორდის მოხსნა სცადეს.

„ჩვენ ახლა გავუშვებთ 5,000 რაკეტისგან შემდგარ ფოიერვერკს, რათა გინესის რეკორდი მოვხსნათ“ - სთქვა ღონისძიებაზე რანდელ რობინსონმა, “სფეის კემპის“ წვრთნების დირექტორმა.

ფოიერვერკების გაშვების პატივი 12 წლის ლილიან დურანს ერგო. „ჩვენ ისტორიულ მომენტს ვზეიმობთ, ფაქტს, როდესაც ადამიანი მთვარეზე დაეშვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ თქვა გოგონამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მთვარეზე ადამიანის დაშვებიდან 50 წლისთავს ამერიკაში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG