ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკომ საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის თაობაზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის გარდაცვალების გამო, ის ვეღარ შეძლებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

აქამდე, თუ პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდებოდა, ან პრეზიდენტი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზების გამო ვეღარ შეძლებდა მოვალეობების შესრულებას, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადაეცემოდა.

9 მაისს ხელმოწერილი ბრძანებით, საპრეზიდენტო უფლებამოსილება ასეთ შემთხვევებში გადადის უშიშროების საბჭოზე, რომელსაც ლუკაშენკოს ვაჟი ვიქტორი აკონტროლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG