ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კანონი მიიღეს


ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც პოლიციას და უსაფრთხოების ძალებს უფლებას აძლევს დემონსტრანტებს ესროლონ.

ლუკაშენოს მიერ 17 მაისს მხარდაჭერილი კანონი სამართალდამცავებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ ზიანის გამო, რომელიც დემონსტრანტებს ფიზიკური თავდასხმით, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო და სპეციალური აღჭურვილობით მიადგებათ, თუ ასეთი შემთხვევები და ქმედებები “კანონიერად” მიიჩნევა.

კანონი იმ ფართო საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილია, რომელიც კანონმდებლებმა აპრილში მოიწონეს და მკაცრად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს და ინფორმაციის თავისუფალ გავრცელებას იმ დროს, როდესაც ქვეყნის პრო-დემოკრატიული მოძრაობის მიმართ რეპრესიები ხორციელდება.

ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი ახალი კანონის თანახმად, პოლიციას არასანქცირებული დემონსტრაციების დაშლის გადაღების აკრძალვა, კერძო პირების პირადი ნივთების და ავტომობილების ჩხრეკა და ორდერის გარეშე მოქალაქეების პირადი მონაცემების ამოღება შეუძლია.

კანონი ასევე ამბობს, რომ ოფიციალურ პირებს, სამართალდამცავებს, მოსამართლეებს, საარჩევნო ორგანოების თანამშრომლებს და პრო-სამთავრობო ჟურნალისტებს სახელმწიფოსგან დაცვის უფლება აქვთ. ამაში შედის სამსახურის გარანტირებული შეცვლა და პლასტიკური ქირურგია, თუ მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას საფრთხე ემუქრება.

ბოლო თვეებში დემონსტრაციების ზომები და სიხშირე შემცირდა, მაგრამ ლუკაშენკომ აქტივისტების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების რეპრესიები გააძლიერა.

XS
SM
MD
LG