მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა ამერიკაში „ფავერბოლის“ ლატარეის გათამაშებას, რომლის ჯეკ პოტიც რეკორდული თანხა - 590.5 მილიონი დოლარი იყო.
კვირა დილას, ლატარეის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომგებიანი ბილეთი ფლორიდის შტატში გათამაშდა, თუმცა მისი პატრონის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი. აღნიშნულ გათამაშებაში მოგების შანსი 175 მილიონში ერთი იყო.
ჯეკპოტის თანხა ორი თვის განმავლობაში გროვდებოდა ისე, რომ მთავარი პრიზი ვერავინ მოიგო. უკანასკნელი რეკორდული თანხა 2012 წლის ნოემბერში გათამაშდა და მაშინ მოგებული თანხა სამმა ადამიანმა გაიყო, რომლებსაც ბილეთებზე ერთი და იგივე ციფრები ჰქონდათ მონიშნული.