ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხალისეებმა კალიფორნიაში მდინარე გადაარჩინეს


1986 წელს მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მდინარე ლოს ანჯელესს დღემდე ასუფთავებს. 24 წლის მანძილზე ჯგუფმა მდინარიდან 450 ტონა ნაგავი ამოიღო.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მდინარე ლოს ანჯელესს 80 კილომეტრიანი ცემენტის კალაპოტი აქვს, რომელშიც წყალი ძირითადად სანიაღვრე არხებიდან ჩადის. უკანასკნელი წლების განმავლობაში მდინარეში დიდი რაოდენობით ნაგავი იყრებოდა, რამაც ის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა. ქალაქის მოსახლეობამ მდინარის გადარჩენა გადაწყვიტა.

მდინარის კალაპოტი 1930-ან წლებში ცემენტით გაამაგრეს ხშირი წყალდიდობების გამო.

რამდენიმე ხნის წინ ქალაქის მოსახლეობამ მდინარის გაწმენდა დაიწყო წყლიდან იმ ნაგვის ამოსაღებად, რომელიც წყალში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ ხვდება.

ერთ-ერთი მოხალისე კაროლ ჰენინგი ამბობს, რომ დღეს მდინარე მდინარეს ჰგავს, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ მონაკვეთებში მაინც.

„დღეს მდინარე უკეთესად გამოიყურება. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს მდინარის ცარიელი კალაპოტი და იქ გამართული შეჯიბრები მანქანებით.“

მდინარე ლოს ანჯელესის ცემენტის კალაპოტში გამართული ავტო რბოლა 1978 წლის პოპულარულ ფილმ "ბრიოლინშიცაა" ნაჩვენები.

დღეს მას განსხვავებული სახე აქვს, რადგან მისი ზოგიერთი ნაწილის ეკოსისტემა აღდგა და ის ნამდვილ მდინარეს დაემსგავსა.

ლუის მაკადამსის განცხადებით, მდინარე ქალაქს აღარ ამახინჯებს. ლუისმა 1986 წელს მოხალისეთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მდინარეს დღემდე ასუფთავებს.

„ახლა მდინარე ქალაქის ღირშესანიშნაობადაა მიჩნეული. წელს უკვე 24-ჯერ ვატარებთ საგაზაფზულო დასუფთავებას. ჩვენი გათვლებით ამ ხნის მანძილზე მდინარიდან დაახლოებით 450 ტონა ნაგავი გვაქვს ამოღებული.“

ზოგიერთი მოხალისე, როგორიც მაგალითად ჯონ დუბლერია, გაოცებას ვერ მალავს და ამობს, რომ ხშირად ნაგავში გადაყრილ სრულიად წარმოუდგენელ ნივთებს პოულობენ:

„ვპოულობთ პარკებს, ტანისამოსს, ავეჟს, ლეიბებს, კომპაქტ-დისკებს...“

ჯეკ ლებიკი ამბობს, რომ ერთი რამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხვდება მდინარეში:

„ტონობით ცელოფნის პარკები. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ხშირი დამბინძურებელია. ისინი ხშირად სხვა ნივთების ქვეშ არის ხოლმე მოქცეული.“

მოხალისეების ყოველწლიურ ძალისხმევას დადებითი შედეგი მოჰყვება. მდინარე, რომელიც აქამდე ქალაქის სირცხივლად ითვლებოდა, დღეს ოჯახებისთვის რეკრიაციულ პარკად არის ქცეული.
XS
SM
MD
LG