ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკლ ფელპსი რეკორდის დამყარებას გეგმავს


ამერიკელ გულშემატკივართა მოლოდინი

თუკი ამერიკელი მცურავი მაიკლ ფელპსი ლონდონის ოლიმპიადაზე დღეს დაგეგმილ შეჯიბრს მოიგებს, ის ოლიმპიადის ისტორიაში პირველი მამაკაცი იქნება, რომელიც ზედიზედ 3 ოქროს მოიპოვებს. ანალოგიური რეკორდი რუს ტანმოვარჯიშეს ლარისა ლატინინას ეკუთვნის. ის სულ 18 მედლის მფლობელია.

სამი დღის შეჯიბრებების მიხედვით ოლიმპიადას ჩინეთი და შეერთებული შტატები 17-17 მედლით ლიდერობს. მეორე ადგილზეა იაპონია 11 მედლით. შემდეგ მოდის იტალია 8 და საფრანგეთი 7 მედლით.
XS
SM
MD
LG