ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის მერი ტრამპის საიმიგრაციო პოიტიკას აკრიტიკებს


ლონდონის მერმა სადიქ ხანმა, რომელიც ვიზიტით ჩიკაგოში იმყოფება, განაცხადა, რომ ახალმა იმიგრანტებმა ამერიკულ კულტურაში ასიმილირება არ უნდა სცადონ. ამის ნაცვლად, მთავრობამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს მათთვის “მყარი თემების” შექმნაში დასახმარებლად.

ლონდონის პირველი მუსლიმი მერის თქმით, საჭიროა წესები, ინსტიტუტები და მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მყარი თემების შექმნაში დაეხმარება. მისი აზრით, ეს მეთოდი ადამიანების ინტეგრაციას და არა ასიმილაციას შეუწყობს ხელს. “ადამიანებმა არ უნდა დათმონ საკუთარი კულტურა და ტრადიციები, როცა ჩვენს ქვეყნებსა და ქალაქებში ჩამოდიან,” თქვა ხანმა.

ლონდონის მუსლიმმა მერმა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი სახელით არ ახსენა, მაგრამ მისი საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. ტრამპმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ამერიკაში მუსლიმების იმიგრაციას აღკვეთავდა. მოგვიანებით მან პოზიცია შეარბილა და თქვა, რომ ის მუსლიმ მიგრანტებს მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შეზღუდავს, სადაც “ტერორიზმის დადასტურებული ისტორია არსებობს.”

XS
SM
MD
LG