ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაციები ლონდონის ქუჩებში


დემონსტრაციები ლონდონის ქუჩებში
დემონსტრაციები ლონდონის ქუჩებში

ლონდონში ზამთარია. უამინდობის მიუხედავად ქალაქის ქუჩებში მიმოფანტულ ჭრელ კარვებს შენიშნავთ, რომელიც დაიკავე ლონდონის მოძრაობის წევრებს და მასთან დაკავშირებულ სხვა აქტივისტებს ეკუთვნით.

კარვების პირველი რიგის შორიახლოს მალკოლმი დგას. ის საპროტესტო მოძრაობის წევრია, რომელსაც „ანონიმური დიდი ბრიტანეთი“ ჰქვია. მალკოლმი ქუჩაში საპროტესტო მოძრაობის აგორებისთანავე გამოვიდა.

„ანონიმური მოძრაობის სახელით ცნობილი ჯგუფიდან ადამიანები პირველ კარავში არიან დაბანაკებული, ისინი პირველადი დახმარების გაწევაში არიან გაწვრთნილი, გვაქვს სურსათის კარავი, გვაქვს უსაფრთხოების კარავი, რომელიც ღამით გვიცავს, კიდევ ერთი ჯგუფი ჩვენს სისუფთავეზე ზრუნავს. მოკლედ ყველანი ვაკეთებთ იმას, რომ „დაიკავე ლონდონის მოძრაობამ“ დაწყებული მისია შეასრულოს.“

ოქტომბერსა და ნოემბრის თვეში საპროტესტო აქციებს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, და შესაბამისად გაიზარდა მისი წევრების რაოდენობა. ამიტომ, მოძრაობის გასაფართოვებლად ორგანიზატორებს ფინანსური ცენტრის მიღმა სხვა ტერიტორიების მოძებნაც უნდა დაეწყოთ. ერთერთ ასეთ პუნქტად ბლუმბერგის ბრიტანული ოფისის მიმდებარე მოედანი შეირჩა. და კიდევ ერთი ობიექტი, როელიც მანამდე შვეიცარიულ ბანკს იუ ბი ესს ეკუთვნოდა. ახლა ეს ადგილი დაცარიელებულია.

„დაიკავე ლონდონის წევრები, ისე როგორც ვიზიტორები, რომლებიც სხვა საპროტესტო ტერიტორიებიდან გვიერთდებიან, ხშირად ვიკრიბებთ ამ ახალ პუნქტებში. ამჟამად, ახლა აქ წყალი არ გვაქვს, იქ კი ელექტროენერგია, ხალიჩები, სინათლე, ჭერი, სითბო. „ დაიკავე“ მოძრაობის დიდ ნაწილს ყველაფერი ეს აკლია, მაგრამ ბრიტანელბი ვართ და მოძრაობის ღირსებას ბოლომდე დავიცავთ.

კითხვაზე თუ რას ფიქრობს ანალოგიური ტიპის ამერიკულ საპროტესტო აქციებზე, ლონდონელი გვეუბნება:

„მსგავსი ამერიკული მოძროაბა ძალიან რბილ პოზიციას იჩენს. ასეთი ტენდენცია არაერთ ჩვენგანსაც აქვს დიდ ბრიტანეთში. ეს კი ჩვენი მოძრაობისთვის წამგებიანია.“

თუმცა ამერიკის ხმის ჟურნალისტებისთვის ამ დაპირისპირებას უფრო მეგობრული სახე აქვს ვიდრე მტრობა და კონფრონტაცია. დემონსტრანტები დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ყველა ერთად ქვეყნის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემებით არის შეშფოთებული.

და ამ საერთო მიზანთან ერთად, თანამშრომლობაც იწყება.

წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის შორიახლოს, ოცამდე დემონსტრანტი ბანაკის ყოველდღიურ შეხვედრას მართავს.

შაუნ ბოილი ერთერთი კარვის შორიახლოს დგას. მან მთელი ცხოვრება ფინანსურ სამსახურებში მუშაობას შესწირა. ახლა ბევრად სახეცვლილია მისი დამოკიდებულება ფინანსური ისტაბლიშმენტისადმი.

ბოილი გვეუბნება, რომ ლონდონის პროტესტები ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსულში და მათი გაგრძელება სერიოზულ მისიას ემსახურება.

დიდ ბრიტანეთში წარმატების მიღწევა შეუძლებელი არ არის, აქ ფინანსური ცენტრია. ნიუ იორკის საპროტესტო მოძრაობას ძალით შლიან, ჩვენ კი ამ დროს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა საპროტესტო მუხტი უფრო წარმატებით შევინარჩუნოთ. სწორედ იმიტომ რომ ახლა ბლუმბერგის შენობასთან ვდგავართ, კაცისა, რომელიც ნიუ იორკის მერია, მინდა ყველას გითხრათ: მხარი დაუჭირეთ ჩვენს მოძრაობას და არ დაიცვათ ბლუმბერგი.“

მომავალ კვირას ლონდონის მერია სასამართლოში შეიტანს სარჩელს და ქალაქის კარვებისგან პერმანენტულ დაცლას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG