დიდი ბრიტანეთის პოლიცია „კმაყოფილია“, რომ მანქანით თავდამსხმელის ვინაობა იცის.
კონტრტერორისტული პოლიციის ცნობით, მათთვის ცნობილია იმ კაცის ვინაობის შესახებ, ვინც სამშაბათს დააკავეს ლონდონში, ფეხით მოსიარულეებსა და მოტოციკლეტისტზე პარლამენტის წინ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
ეს 29 წლის ბრიტანელი მამაკაცია, რომელიც სუდანიდან არის წარმოშობით.
ის დაკავებულია ტერორისტული აქტის მომზადების ეჭვის ნიადაგზე, ისევე, როგორც გამიზნული მკვლელობის მუხლით.
დღეს, ბრიტანულმა პოლიციამ განაცხადა, რომ გამომძიებელთა პრიორიტეტი ინციდენტის ჩადენის მოტივის გამოკვლევაა.
თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. აქედან ორი საავადმყოფოში მიყვანიდან მალე გამოწერეს.
Facebook Forum