ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში თავდასხმის მცდელობისას პოლიციამ მამაკაცი მოკლა


ლონდონის ხიდზე დანით თავდასხმის მცდელობის შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს.

პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში, პოლიცია იტყობინება, რომ ინციდენტზე ისეთ რეაქციას აკეთებს, როგორსაც ტერაქტის შემთხვევაზე გააკეთებდა.

ლონდონის სამედიცინო სამსახურმა ამ შემთხვევას "მსხვილი ინციდენტი" უწოდა. "სკაი ნიუსის" ინფორმაციით, თავდამსხმელის გარდა დაღუპულია კიდევ ერთი ადამიანი და დაშავებულია რამდენიმე გამვლელი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მომხდარზე ინფორმაციას ეცნობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG