ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოიდ ოსტინი: "კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია"


თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ცოტა ხნის წინ, კოლინ პაუელის გარდაცვალების შესახებ განცადება გააკეთა. ოსტინმა პაუელის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ ეს მისთვის დიდი დანაკარგია.

"მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, რომელსაც ოდესმე მოვსწრებივართ. ალმამ დაკარგა დიდებული მეუღლე და ოჯახმა დაკარგა საოცარი მამა და მე დავკარგე საოცარი ახლო მეგობარი და მენტორი. ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩემი მენტორი. ყოველთვის მითმობდა დროს და ყოველთვის შემეძლო რთულ საკითხებზე მისთვის მიმემართა, მას ყოველთვის შესანიშნავი რჩევები ჰქონდა. ნამდვილად ძალიან მოგვენატრება. გული მატკინა ამ ამბის გაგებამ. გაერთიანებული შტაბის პირველი აფრო-ამერიკული წარმოშობის მეთაური, პირველი აფრო-ამერიკელი სახელმფიწო მდივანი, ადამიანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში პატივს სცემდნენ და გულწრფელად რომ გითხრათ, კოლინ პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია. ჩვენ ის მოგვენატრება. ჩემი ფიქრებითა და ლოცვით მის ოჯახთან ვარ. ძალიან, ძალიან დამამწუხრა ამის გაგებამ", აცხადებს ამერიკის თავდაცვის მდივანი.

ლოიდ ოსტინი დღეს მთელი დღის განმალობაში საქართველოში იმყოფება. მან არაერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ბოლოს ოსტინმა საქართველოში მყოფი ამერიკელი სამხედროები მოინახულა. "მე მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ ძალიან მადლიერი ვარ მათით", წერია "ტვიტერზე" გავრცელებულ ვიდეოს აღწერაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG