ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა


U.S. Defense Secretary Lloyd Austin has arrived in the Georgian capital
U.S. Defense Secretary Lloyd Austin has arrived in the Georgian capital

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფრომაციას ამის შესახებ, საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„მემორანდუმი კიდევ უფრო ამყარებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩოს ინფორმაციით, თავდაცვის მდივანმა და მინისტრმა განიხილეს საქართველოს პროგრესი საზოგადოებრივი მედეგობის კუთხით და სამინისტროს ძალისხმევა ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტის დასაწყებად.

თბილისი შავი ზღვის რეგიონის სამი ქვეყნის პირევლი დედაქალაქია, რომელსაც თავდაცვის მდივანი პირველი ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

„აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს, თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და მისი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. მოუთმენლად ველი აქ ჩემს შეხვედრებს“ - ნათქვამის თავდაცვის მდივნის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

2014 წლის შემდეგ, ლოიდ ოსტინი აშშშ-ის თავდაცვის პირველი მდივანია, რომელიც საქართველოს ეწვია.

ოსტინს აეროპორტში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დახვდნენ.

„ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლაბეში, ოსტინი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ- მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისადა მთლიანობისადმი ჩვენი სრული მხარდაჭერა" - წერს თავდაცვის მდივანი "ტვიტერზე".

ლოიდ ოსტინი, 21-22 ოქტომბერს ბვრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. მანამდე, საქართველოს შემდეგ ის უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG