ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ლიტვაში


ლიტვაში არჩევნების პარალელურად რეფერენდუმიც ტარდება

ლიტვაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ანალიტიკოსები პროგნოზს კონსერვატიული მთავრობის შეცვლის შესახებ აკეთებენ, რომელიც მკაცრი საბიუჯეტო ზომების გატარების და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლების გამო ჩვეული პოპულარობით აღარ სარგებლობს.

ლიტვაში არჩევნების პარალელურად რეფერენდუმიც ტარდება. ლიტვის მოსახლეობა გადაწყვეტს, აშენდეს თუ არა ახალი ატომური ელექტო-სადგური. პოლიტოლოგების აზრით, საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ანტი-ბირთვული კამპანია ამჯერადაც გაიმარჯვებს და რეფერენდუმზე ლიტველების პასუხი უარყოფითი იქნება. ლიტვამ ჯერ კიდევ სამი წლის წინ გააუქმა ჩერნობილის ტიპის სადგური და ამჟამად რუსეთიდან საკმაოდ ძვირადღირებული ბუნებრივი აირის იმპორტს აწარმოებს.
XS
SM
MD
LG