ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინდსი გრემი: დროა, სამხრეთ კორეიდან ამერიკელი სამხედროების ოჯახები გამოვიყვანოთ


რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა სი-ბი-ესთან საუბრისას აღნიშნა, რომ დადგა დრო, აშშ-მ სამხრეთ კორეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები გამოიყვანოს.

"ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციების ფონზე, არანორმალურია სამხრეთ კორეაში ჩვენი სამხედროების ოჯახების გაგზავნა. ვფიქრობ, იქ მყოფი ოჯახების გამოყვანა უნდა დავიწყოთ."

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმეთვიანი სიმშვიდე დაარღვია და საკონტინენტთაშორისო რაკეტა ისროლა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ფხენიანს კონტინენტურ აშშ-ზე დარტყმის შესაძლებლობა ახლა უკვე ნამდვილად გააჩნია.

გრემის გამოსვლას წინ უძღოდა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ჰ.რ. მაკმასტერის განცხადება, რომ " ჩრდილოეთ კორეასთან ომის შესაძლებლობა ყოველდღიურად იზრდება."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG