ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის გარდამავალ საბჭოს დასავლეთი აღიარებს


ლიბიის გარდამავალ საბჭოს დასავლეთი აღიარებს
ლიბიის გარდამავალ საბჭოს დასავლეთი აღიარებს

ორი უკანასკნელი პოლიტიკური მოვლენა, სავარაუდოდ ლიბიის ახალ საგარეო პოლიტიკას და მის მომავალს განსაზღვრავს, ქვეყნისა, რომელიც აფრიკის კონტინენტზე უდიდესი ნავთობის რეზერვების მფლობელია. გასულ კვირას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ, აფრიკის კავშირთან საუბრის დროს უარი განაცხადა ლიბიის აჯანყებულები ამ ქვეყნის ახალი მთავრობის წარმომადგენელბად ეღიარებინა.

მიმდინარე კვირას, ლიბიის გარდამავალი საბჭოს მეთაური მუსტაფა ჯალილი ლიბიის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ამერიკამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ აღიარა.

ტრიპოლის ქუჩებში აშკარად შეინიშნება,ლიბიის მიერ აფრიკული სახელმწიფოებისადმი ზურგის შექცევის განწყობა, და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების მცდელობა.

ლიბიის განდევნილმა ლიდერმა მუამარ კადაფიმ მილიარდობით დოლარი დახარჯა აფრიკელ ლიდერებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ათეული წლის წინ მან აფრიკის კავშირი ჩამოაყალიბა. მას ასევე სურდა აფრიკის შეერთებული შტატების შექმნაც.

ლიბიის საკითხების ექსპერტის პიტერ კოლის თქმით ბატონი კადაფის ახლო ურთიერთობები საჰარას უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნების მიმართ, გარკვეულწლად ხსნის აფრიკის კავშირის მხრიდან ნების არქონას გარდამავალი საბჭოს აღიარების მხრივ.

ამ ფონზე, ლიბიელები თვალყურს ადევნებენ თუ ვინ იჩენს ინერტულობას აჯანყებულთა დიპლომატიური აღიარების საკითხში. რუსეთი, ალჟირი და აფრიკის კავშირი - ბატონი კადაფის მეგობარი ქვეყნები, უინიციატივოდ მოქმედებენ.

რაფა რეჯეიბი ერთ დროს არაბულს ასწავლიდა შეერთებულ შტატებში. იგი თავს იკავებს აჯანყებულთა მიერ ტრიპოლის აღების ფაქტის კომენტარზე და შემდეგს გვეუბნება:

„ლიბიელები ახლა, ცოტა არ იყოს მტკივნეულად აღიქვამენ აფრიკული ქვეყნების რეაქციას ლიბიის რევოლუციის შესახებ. ჩვენ დიდ იმედს ვამყარებდით მათზე, სანაცვლოდ კი საპირისპირო მივიღეთ,“ -ამბობს რაფა რეჯეიბი.

კადაფის მმართველობის დროს, ლიბიის საგარეო პოლიტიკა ევროპელ ტერორისტთა ჯგუფების იარაღით მომარაგებასა და ორი სამგზავრო თვითმფრინავის-ამერიკულისა და ფრანგულის აფეთქებას ითვალისწინებდა. ახლა ლიბიელები ხაზგასმით აღნიშნავენ რომ კადაფის სიძულვილი დასავლეთის მიმართ არ გამოხატავდა თანამედროვე ლიბიელების შეხედულებას.

„ლიბიელი ხალხი არ წარმოადგენს ამერიკის მტერს, კადაფი იყო თავად ყველას მტერი,-“ აცხადებს ერთ-ერთი აჯანყებული.

ლიბიას ახლა დასავლეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურს. მან იცის საკუთარი მეოცე სუკუნის ისტორია: ის სამი ათეული წლის განმავლობაში იტალიის კოლონიას წარმოადგენდა და ასევე ბრიტანეთის მართვის ქვეშ იმყოფებოდა. მის ტერიტორიაზე, 1970 წლამდე ვრცელი ამერიკული საჰაერო ბაზაც მდებარეობდა. იგი საბჭოთა კავშირის სავაჭრო სფეროში ახლო პარტნიორობითაც გამოირჩეოდა. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

„ჩვენ არ გვინდა ისტორიას დავუბრუნდეთ, როგორიცაა ლიბიის კავშირი რუსეთთან. ჩვენ ახალი სახეები გვჭირდება, ახალი ადამიანები გვინდა, ახალი განათლების სისტემა გვესაჭიროება. მოკლედ ყველაფერი ახალი გვინდა, ახლა 2011 წელია, ყველა კომპიუტერთან და მობილურთანაა მიჯაჭვული. ყველაფერი შეიცვალა, -“ აღნიშნავს ახალგაზრდა ფატი გობთანი.

ლიბიის მოსახლეობის ნახევარი 15 წლის ასაკის ქვემოთ არის. სავარაუდოდ, დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით ახალგაზრდები ლიბიისა და მსოფლიოს ქვეყნების დამოკიდებულებაში განმსაზღვრელ როლს შეასრულებენ.

XS
SM
MD
LG