ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები ლიბიის მისიას წარმატებით დასრულებამდე არ შეწყვეტს.
დღეს ბერლინში, ნატოს საგარეო მინისტრებთან შეხვედრისას ქალბატონმა კლინტონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოალიციის ერთიანობას.
ამ ფონზე, ლიბიაში ამბოხებულებმა სამთავრობო ჯარებზე იერიში მიიტანეს და რამდენიმე ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს. თვითმხილველთა განცხადებით, კადაფის ჯარებმა საჰაერო შეტევა განახორციელეს ქალაქ მისრატაზე, რომლის დროსაც ცხრა უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.