ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელი მრჩევლები ლიბიელ აჯანყებულებს დაეხმარებიან


ევროპელი მრჩევლები ლიბიელ აჯანყებულებს დაეხმარებიან
ევროპელი მრჩევლები ლიბიელ აჯანყებულებს დაეხმარებიან

იტალიისა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ისინი დიდი ბრიტანეთის ინიციატივას შეუერთდებიან და ლიბიაში სამხედრო მრჩევლებს გაგზავნიან. ევროპელი მრჩევლები ლიბიელ აჯანყებულებს სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებიან.

აჯანყებულთა ლიდერი მუსტაფა აბდელ ჯალილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარკოზი აჯანყებულების მიერ გამაგრებულ ქალაქ ბენღაზიში დაპატიჟა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, სამხედრო მრჩევლები აჯანყებულებს მხოლოდ საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში დაეხმარებიან და უშუალოდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

XS
SM
MD
LG