ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა ლიბიაში სამხედრო მრჩევლები გაგზავნა


ბრიტანეთმა ლიბიაში სამხედრო მრჩევლები გაგზავნა
ბრიტანეთმა ლიბიაში სამხედრო მრჩევლები გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა ლიბიაში სამხედრო მრჩევლები გაგზავნა. მათი მიზანი ალყაში მოქცეული ამბოხებულთა ძალების დახმარებაა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, გამოცდილი სამხედრო მრჩევლები ამბოხებულებს დაეხმარებიან საორგანიზაციო, ლოჯისტიკის და კომუნიკაციების საკითხებში. მისი თქმით, მრჩევლები არ ჩაერთვებიან ამბოხებულთა შეტევებში ლიბიის პროსამთავრობო ძალების წინააღმდეგ და არც იარაღით მომარაგებაში მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, ნატოს სამხედრო თვითმფრინავებმა დედაქალაქ ტრიპოლისთან კადაფის არმიის პოზიციებზე მიიტანეს იერიში. ალიანსის განცხადებში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმის სამიზნე საკონტროლო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა იყო.

XS
SM
MD
LG