ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს შეტევა ლიბიაზე და შეხვედრა ბრიუსელში


ნატოს შეტევა ლიბიაზე და შეხვედრა ბრიუსელში

გუშინ ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიზე მასირებული შეტევა განახორციელეს. ამავდროულად, დღეს ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. მათი განხილვის მთავარი თემა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაა. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კადაფის შემდგომი ლიბიის მომავალი იქნება განხილული. ბრიუსელის შეხვედრამდე კი ნატოს ავიაცია ინტენსიურ იერიშს ახორციელებდა. როგორც ცნობილია, ნატო ლიბიაში გაეროს მანდატით მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი კადაფის ძალებისგან ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა. მიუხედავად ამისა, მუამარ კადაფი აცხადებს, რომ ის ბრძოლას განაგრძობს. მან გუშინ აუდიომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ლიბიელი ხალხი დანებებას არ აპირებს და მისი ქვეყანა ბოლომდე იბრძოლებს.

XS
SM
MD
LG