ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მეამბოხეები 25 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებენ


ლიბიელი მეამბოხეები 25 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებენ
ლიბიელი მეამბოხეები 25 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებენ

პრეზედენტ ობამას ადმინისტრაცია ლიბიის კუთვნილი 30 მილიარდი დოლარის გაყინული ანგარიშიდან გარკვეული თანხების გამონთავისუფლებას გეგმავს მეამბოხეთა დახმარების მიზნით.

ჰილარი კლინტონმა ეს გეგმა რომში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით თეთრი სახლი მუამარ კადაფის და მისი მთავრობის კუთვნილი ანგარიშების გამოყენებას ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად და ლიბიელი ხალხის დახმარების მიზნით აპირებს.

ამერიკის ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ლიბიაში უპილოტო საფრენი აპარატების, შეიარაღებული დრონების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა ლიბიელ მეამბოხეებს უახლოეს ხანში 25 მილიონი დოლარის დახმარებას აღმოუჩენენ, რომელშიც არ შევა საბრძოლო შეიარაღება.

XS
SM
MD
LG