ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექვსი წელი რობერტ ლევინსონის გაუჩინარებიდან


ფედერალური გამოძიების ბიურომ ლევინსონის დაბრუნებისთვის ჯილდოდ მილიონი დოლარი დაააწესა

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს სჯერა, რომ ექვსი წლის წინ ირანში გაუჩინარებული ყოფილი აგენტის სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება მოხერხდება. რობერტ ლევინსონის შესახებ ინფორმაცია ბიურომ ხუთშაბათს გამოაქვეყნა. ის 2007 წლის 9 მარტს გაუჩინარდა. ფედერალური გამოძიების ბიურომ ლევინსონის დაბრუნებისთვის მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დაააწესა. თუმცა, აქამდე სააგენტოსთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ლევინსონის ცოლმა განაცხადა.რომ 2010 წლის ნოემბერს მან უცნობი არხით მიიღო ვიდეა მასალა, ხოლო 2011 წლის აპრილში კი ფოტოსურათი, რომელიც ამტკიცებს, რომ რობერტ ლევინსონი ცოცხალია.
XS
SM
MD
LG