ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ტყვე ერთი წლის წინ ცოცხალი იყო


ამერიკელი ტყვე ერთი წლის წინ ცოცხალი იყო
ამერიკელი ტყვე ერთი წლის წინ ცოცხალი იყო

გამოძიების ფედერალური ბიურო თითქმის ერთი წელი ვიდეო მასალის გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო, იმ მიზეზით, რომ ფირის საჯაროდ გამოტანა გამოძიების პროცესს გაართულებდა

ოთხი წლის წინ ირანში საიდუმლო ვითარებაში დაკარგული ამერიკელი ბობ ლივინსტონის ოჯახი ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ერთი წლის წინაა გადაღებული. ვიდეოში ლივინსტონი ამერიკის მთავრობას მისი გამტაცებლების მოთხოვნების შესრულებას სთხოვს, რის საფუძველზეც მას ტყვეობიდან გაათავისუფლებდნენ.

„გთხოვთ დამეხმარეთ სახლში დაბრუნებაში. მე 33 წელი ამერიკის საჯარო მოხელე ვიყავი. ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს,“ ამბობს ლივინსტონი, რომელიც წარსულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი იყო. ის ირანში კერძო დეტექტივის ამპლუაში იყო ჩასული.

გამოძიების ფედერალური ბიურო თითქმის ერთი წელი ვიდეო მასალის გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო, იმ მიზეზით, რომ ფირის საჯაროდ გამოტანა გამოძიების პროცესს გაართულებდა.

XS
SM
MD
LG