ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში მილიონი სირიელი დევნილია


მთელ რეგიონში სირიელი დევნილების დასახმარებლად გაერო 2014 წლისთვის 4 მილიარდ დოლარს ითხოვს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ ლიბანში სირიელ დევნილთა რიცხვმა დღეს მილიონს გადააჭარბა. სირიაში 3 წელიწადზე მეტია სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება.

ლიბანს, რომლის მოსახლეობა სულ 6 მილიონია, დევნილთა ნაკადთან გამკლავება დიდ პრობლემებს უქმნის. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი -ანტონიო გუტიერესი- აცხადებს, რომ ლიბანში სირიელ დევნილთა მდგომარეობა მძიმეა და ქვეყანას მათ მზარდ ნაკადთან გამკლავებისთვის მეტი დახმარება ესაჭიროება.

მთელ რეგიონში სირიელი დევნილების დასახმარებლად გაერო 2014 წლისთვის 4 მილიარდ დოლარს ითხოვს. თანხის თითქმის ნახევარი ლიბანს სჭირდება. დღეისათვის შემოწირულობათა რაოდენობა გუტიერესის თქმით, ნათხოვნი თანხის მხოლოდ 13 პროცენტს შეადგენს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სირიის კრიზისი ლიბანის ეკონომიკას მხოლოდ გასულ წელს 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
XS
SM
MD
LG