ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ლიბანში


ბეირუთში, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მოქალაქეები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ერთმანეთს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაუპირისპირდნენ.

დემონსტრანტები, პარლამენტის შენობასთან ახალი მთავრობის ფორმირების გასაპროტესტებლად, ქვებითა და ხელკეტებით მივიდნენ. ქუჩები კი ცეცხლმოკიდებული საბურავებით ჩახერგეს. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე კი, პარლამენტმა პრემიერ ჰასან დიაბის მთავრობა დაამტკიცა.

ლიბანის პრეზიდენტმა, ჰასან დიაბი პრეზიდენტის პოსტზე 21 იანვარს წარადგინა. მის პერმიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაჯგუფება „ჰეზბოლამაც“ დაუჭირა.

საპროტესტო აქციები ლიბანში რამდენიმე თვეა გრძელდება. მოქალაქეები კორუფციასა და ქვეყანაში სექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG