ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ლიბანში ჩავიდა


პონტიფიკი ხელისუფლებას და ქრისტიანებს შეხვდება

დღეს, რომის პაპი ბეირუთს ეწვია, რითაც ლიბანში მისი სამდღიანი ვიზიტი დაიწყო. პაპს ლიბანის პრეზიდენტი მიშელ სულეიმანი და მოსახლეობა ოვაციებით შეეგება. რომის პაპმა განაცხადა, რომ რეგიონს ეწვია „როგორც მშვიდობის პილიგრიმი, როგორც ღმერთის მეგობარი და როგორც ადამიანთა მეგობარი.“

პაპი ბენედიქტე ლიბანის ხელისუფლების წევრებს და ქრისტიანული მოსახლეობის ლიდერებს შეხვდება. ის ამ ვიზიტით ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის შერიგების ხელშეწყობას შეეცდება. პონტიფიკმა ფუნდმანტალიზმის ტენდენციებზე ისაუბრა და მას რელიგიის ფალსიფიკაცია უწოდა.
XS
SM
MD
LG