ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლიში ორი სამანქანო ბომბი აფეთქდა


დაღუპულია 27 ადამიანი, ცნობით, დაშავდა 300 მდე ადამიანი

ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში, ორი სამანქანო ბომბი აფეთქდა. დაღუპულია 27 ადამიანი. ლიბანის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, დაშავდა 300 მდე ადამიანი.

აფეთქებები ტრიპოლის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, პარასკევის ლოცვების დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ.
საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ პრესის“ ცნობით, ერთერთი აფეთქება იმ მეჩეთთან მოხდა, სადაც სალაფისტი სასულიერო ლიდერი ლოცულობს, რომელიც ლიბანის მეამბოხე შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ უპირისპირდება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ არის ამ აფეთქებებზე პასუხისმგებელი.
XS
SM
MD
LG