ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქმენეთის ლიდერი ხელისუფლებაში რჩება


არჩევნები თურქმენეთში
არჩევნები თურქმენეთში

კვირას, თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და თითქმის ყველა ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა და ხმა ხელისუფლებაში მყოფ პრეზიდენტს მისცა.

საარჩევნო კომისიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამომრჩეველთა 97 პროცენტზე მეტმა, ხმა ახლანდელ პრეზიდენტ, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს მისცა.

მისი რვა მეტოქე, შანსის არმქონე ფორმალურ კანდიდატებად განიხილებოდა.

გასულ წელს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა, პრეზიდენტის ასაკის შეზღუდვა გააუქმა და საპრეზიდენტო ვადა, ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა.

პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ბერდიმუჰამედოვს, განუსაზღვრელი ვადით პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნებას გაუადვილებს.

XS
SM
MD
LG