ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა


გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის დასკვნით დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს მიმართულებით ავია მიმოსვლის განახლების შესახებ.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას ეს კითხვა, თუ როდის აღდგება ავია რეისები, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუსვა შეხვედრაზე, რომელიც ქართულმა მხარემ მოითხოვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს ზომა დროებითი იქნებოდა და რომ მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად.

ლავრივმა დასძინა, რომ ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენდა პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობების განვითარებისა და ნორმალიზაციისთვის რუსული მხარის სასარგებლოდ, რუსეთი ამ ნაბიჯს [ავია მიმოსვლის აღდგენა] გადადგამდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG