რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით ირანის წინადადებას თავის ბირთვულ რეაქტორებზე დაუშვას საერთაშორისო ექსპერტები , ანგარიში უნდა გაუწიონ, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების მუშაობას ამ ქვეყანაში.
სერგეი ლავროვის განცხადების თანახმად ირანმა უნდა გააგრძელოს ურთოერთობა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიასთან თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიზნით. ამ ჯგუფის მომავალი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება 21-22 იანვარს.
ირანმა უცხოელი დიპლომატები საკუთარი ბირთვული ობიექტების დასათვალირებლად მიიწვია, თუმცა ჩინეთმა უკვე განაცხადა უარი ამ შეთავაზებაზე.