ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი სომხეთს ესტუმრა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთს სტუმრობს, სადაც იქ მის კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს არა აივაზიანს შეხვდა. მხარეებმა, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განიხილეს მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ტყვეთა დაბრუნების საკითხები.

„არანაკლებ მწვავედ დგას ასევე ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამისა და მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური აღორძინების საკითხები. უკიდურესად მნიშვნელოვანია ყარაბაღში აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიაზე მდებარე სომხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, - განაცხადა 6 მაისს გამართულ შეხვედრაზე არა აივაზიანმა, „რადიო თავისუფლების“ თარგმნის მიხედვით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანს კოვიდ-19 საწინააღმდეგო, "სპუტნიკ ვ-ს" 1 მილიონ დოზას გადასცემს. გასულ თვეში რუსეთმა სომხეთს 15,000 დოზა გაუგზავნა.

პრესკონფერენციაზე ლავროვმა ასევე ისაუბრა რეგიონული სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის გარშემო სიტუაცია, აღვნიშნეთ პროგრესი, რაც მიღწეული იქნა და სიტუაციის სტაბილიზაციის საკითხები. ჩვენ არ ვაჩერებთ ჩვენს მცდელობას დაკავებულთა სახლში დასაბრუნებლად ან განაღვმასთან, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვასთან [დაკავშირებით]“, - თქვა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა მინსკის ჯგუფზე და მის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილიზაციის საქმეში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 10 ნოემბერს რუსეთის შუამდგომლობით ერევანმა და ბაქომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელმაც სამხედრო დაპირისპირება დაასრულა და რომლითაც ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილსა და მის გარშემო შვიდ რეგიონზე.

სომხეთში ვიზიტის შემდეგ, სერგეი ლავროვი 10-11 მაისს აზერბაიჯანს ეწვევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG