ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი რუსეთს აზერბაიჯანის მიერ ტყვეების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დახმარებას სთხოვს.

მოსკოვში ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს გასული წლის ბოლოს მთიანი ყარაბაღისთვის საომარი დაპირისპირებისას აზერბაიჯანული მხარის მიერ დატყვევებული ათეულობით პირის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V"-ის მეტი დოზის მიღებითაა დაინტერესებული.

გასული წლის ბოლოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ გამწვავებული ვითარება და საომარი შეტაკებები 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის მეთაურობით მხარეებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც სადავო რეგიონის დიდი ნაწილი და შვიდივე რაიონი მის შემოგარენში აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ამ ტერიტორიებს მანამდე, თითქმის 30 წლის განმავლობაში ეთნიკურად სომხური წარმოშობის მოსახლეობა აკონტროლებდა. ამავე შეთანხმებით, ტერიტორიაზე 2000 რუსი მშვიდობისმყოფელი განლაგდა. ბრძოლებისას კი 6 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG