ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა მიიღოს შეერთებული შტატების ლიდერის დონალდ ტრამპის მიწვევა და მას ვაშინგტონში შეხვდეს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტელეარხის, “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ლავროვის თქმით, “საიდუმლო არ არის” და “უკვე ცნობილი ფაქტია”, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში პუტინი თეთრ სახლში მიიწვია. ამასთან, ვიზიტის თემას ტრამპი არაერთხელ დაუბრუნდა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს 20 მარტს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თეთრი სახლის და კრემლის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა პირისპირ შეხვედრაზეც ისაუბრეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG