ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ლარი ფლინტი, პორნოგრაფიის გამომცემელი და სიტყვის თავისუფლების აქტივისტი


ლარი ფლინტი
ლარი ფლინტი

"მარტო იმიტომ, რომ პორნოგრაფიას ვაქვეყნებ, არ ნიშნავს, რომ არ მაწუხებს ის სოციალური პრობლემები, რაც ყველას გვაქვს" - თქვა ერთხელ ინტერვიუში ლარი ფლინტმა, ამერიკული პორნოინდუსტრიის სკანდალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ამავე დროს სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლ აქტივისტად ითვლება. ის ოთხშაბათს, 78 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.

ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადება არ აზუსტებს ფლინტის გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზს. 1978 წელს ჯორჯიის სასამართლოსთან ცეცხლსასროლი იარაღით მისი მოკვლის მცდელობის შემდეგ, ფლინტი პარალიზებული იყო და ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა ჰქონდა. ფლინტი მაშინ თავდამსხმელის შეწყალებას ითხოვდა, მაგრამ მისი სიკვდილით დასჯის განაჩენი სასამართლომ არ შეცვალა.

ფლინტმა უფლებადამცველების დიდი ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც 1988 წელს, პორნოგრაფიულ ჟურნალში გამოქვეყნებული ხუმრობის გამო, სასამართლომ 50 მილიონი დოლარით დააჯარიმა. სკანდალურ ფოტოზე გამოსახული იყო ცნობილი სასულიერო პირი და ეწერა, რომ მას პირველი სექსუალური კავშირი საკუთარ დედასთან ჰქონდა. ფლინტმა საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და ხმაურიანი პროცესი მოიგო. უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლების ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი საზოგადოებრივი ფიგურის ემოციური, თუ რეპუტაციული ინტერესები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG