ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში ხმების ნაწილი დათვლილია


ყირგიზეთში ხმების ნაწილი დათვლილია

ყირგიზეთის პრემიერ მინისტრი ალმაზბეკ ატამბაევი სავარაუდოდ ქვეყნის პრეზიდენტი გახდება. გასულ წელს ყირგიზეთში მთავრობის გადატრიალების შემდეგ ჩატარებულ პირველ არჩევნებში, ატამბაევი ხმების რაოდენობით ლიდერობს.

ამომრჩეველთა ხმების პირველი რაუნდი უკვე დათვლილია. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ფავორიტი ატამბაევი საპრეზიდენტო არჩევნების 15 კანდიდატს დიდი განსხვავებით უგებს. მას ხმების დაახლოებით 63 პროცენტი აქვს მოპოვებული.

დანარჩენი კანდიდატები, მათ შორის ყოფილი მოკრივე კაჩიმბეკ ტაშიევი და ადახან მადუმაროვი მთავრობას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მათივე განცხადებით, იყო შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენიმეჯერ აძლევდა ხმას ერთ კანდიდატს.

საერთაშორისო დამკვირვებლები ყირგიზეთის დემოკრატიის შეფასებაში სიფრთხილეს იჩენენ.

XS
SM
MD
LG