ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში "ზეციური ასეულის" ხსოვნას პატივს მიაგებენ


უკრაინა, ევრომაიდანის სახელით ცნობილი, ანტისამთავრობო პროტესტის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 2014 წელს, ამ საპროტესტო გამოსვლებით, უკრაინამ რუსეთთან მეგორულად განწყობილი, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დამხო.

დამოუკიდებლობის მოედანზე არსებული, „ზეციური ასეულის“ მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიაგო.

„2013 წლის შემოდგომიდან, 2014 წლის თებერვლამდე ბრძოლის ყოველი დღე მნიშვნელოვანი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია ეს, - ჩვენ არ უარვყოფთ, არ ვღალატობთ იმ იდეალებსა და პრინციპებს, რისთვისაც მაიდანზე ვიბრძოდით“ - განაცხადა კლიჩკომ.

იანუკოვიჩის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების დროს დაღუპულთა ხსოვნის დღე, უკრაინაში ოფიციალურად 20 თებერვალს აღინიშნება, თუმცა უკრაინაში მათი ხსოვნისადმი პატივის მიგება ორი დღით ადრე უკვე დაიწყეს. 18 თებერვალს, დღეს როცა ზუსტად შვიდი წლის წინ, კრემლთან დაახლოებულმა ხელისუფლებმა, დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.

„ევრომაიდანის“ მოძრაობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. კიევის ცენტრალურ მოედანზე, დემონსტრანტებმა პრეზიდენტ იანუკოვიჩი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ის უარს ამბობდა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების დადებაზე. სანაცვლოდ, იანუკოვიჩი მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობდა.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, 17-20 თებერვლის განმავლობაში, ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის შედეგად, 104 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ძალადობრივი ქმედების დროს, 2 500 მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა.

იანუკოვიჩმა კიევი 2014 წლის 21 თებერვალს დატოვა. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მაშინ საიდუმლოდ გადაიყვანეს რუსეთში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემას უარყოფს. ის აცხადებს, რომ ძალადობა მისი მთავრობის დამხობის „დაგეგმილი ოპერაციის“ შედეგი იყო.

იმავე წელს, იანუკოვიჩის დაცემიდან ძალიან მალე, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსულმა სამხედრო ძალებმა, ნახევარკუნძულის კონტროლი ხელში აიღეს. რუსეთი ასევე მხარს უჭერს პრორუსულ სეპარატისტებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის სამთავრობო ძალებს ებრძვიან. 2014 წლის აპრილიდან, ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას 13 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG