ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუჩმას ბრალდება მოუხსნეს


კუჩმას ბრალდება მოუხსნეს
კუჩმას ბრალდება მოუხსნეს

უკრაინის სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კიევში პეჩორის სასამართლომ მიიღო, რითაც გაუქმდა გენერალური პროკურატურის მიერ ადრე მიღებული დადგენილება, რომელიც ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან უკრაინის ექსპრეზიდენტის კავშირს ადასტურებდა. ლეონიდ კუჩმას ბრალდება გენერალურმა პროკურატურამ 2011 წლის გაზაფხულზე წაუყენა. გამოძიების თანახმად, 2000 წელს ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელობა ექსპრეზიდენტთან შეთანხმებით მოხდა. თავად ლეონიდ კუჩმა ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. ბრალდებას საფუძვლად ედო სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც კუჩმას ყოფილმა მცველმა გაავრცელა და სადაც ლეონიდ კუჩმა და პარლამენტის სპიკერი ვლადიმირ ლიტვინი ღონღაძის მოშორებაზე საუბრობდნენ. დღეს სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერი უკანონოდ ცნო.

XS
SM
MD
LG