ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის მოწოდებას ყველა რუსის სანქცირებაზე, კრემლი ირაციონალურს უწოდებს


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი

კრემლმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასავლეთის მოწოდება, სანქციები დაადოს რუსეთის ყველა მოქალაქეს, რაციონალიზმს მოკლებულია. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ასევე თქვა, რომ ევროპას მოუწევს გადაწყვიტოს, სურს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის "კაპრიზების" გამო საფასურის გადახდა.

"ვაშინგტონ პოსტთან" ინტერვიუში ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მიმართა და მათ მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის გამო, ქვეყნის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სანქციები ყველა რუსს უნდა შეეხოს.

დმიტრი პესკოვის თქმით, გამორიცხულია მსოფლიოსგან ყველა რუსის იზოლაცია.

"ამ შემთხვევაში მისი აზროვნების ირაციონალურობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება" - განაცხადა მან ჟურნალისტებთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა: "ადრე თუ გვიან, ევროპა დაიწყებს ფიქრს იმაზე, ყველაფერს სწორად აკეთებს თუ არა ზელენსკი და უნდა გადაიხადონ თუ არა მათმა მოქალაქეებმა საფასური მისი [ზელენსკის] კაპრიზებისთვის".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG