ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი უკრაინაში რუსი ტყვეების შესაძლო დახვრეტის საქმის გამოძიების პირობას დებს


დიმიტრი პესკოვი - კრემლის პრესსპიკერი

მოსკოვი პირველ განცხადებას აკეთებს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უკრაინაში რუსი ტყვეები სიკვდილით დასაჯეს. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და დამნაშავე პირები პასუხისგებაში გადაეცემიან.

„რუსეთი თავად ეძებს ამ დამნაშავეებს, ვიპოვით და დავსჯით მათ,“- ამბობს პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას.

საუბარია 10-ზე მეტ რუს ტყვეზე, რომლებიც შესაძლოა უკრაინაში სიკვდილით დასაჯეს. მსჯელობა შესაძლო დანაშაულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელთა სიზუსტე ამ ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ კიევი კადრებს შეისწავლის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს.

ვიდეოს გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, ადამიანის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს მხარეებს დროულად მოხდეს საკითხის შესწავლა.

ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" აცხადებს, რომ შეძლო იმ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება, რომელზეც ჩანს, როგორ ხოცავენ უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებს. ამასთან, გამოცემა იმასაც ხაზს უსვამს, რომ ვიდეოს მიხედვით შეუძლებელია მომხდარის გარემოებების დადგენა.

გამოცემამ ვიდეოკადრები ამერიკული სატელიტური კომპანია Maxar Technologies მიერ მიწოდებულ, სატელიტურ ფოტოებს შეადარა და დაასკვნა, რომ ვიდეო გადაღებულია უკრაინის ლუჰანსკის ოლქის სვატოვოს მახლობლად მდებარე სოფელ მაკეევკაში. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ვიდეოზე ასახული ეზოს, სახლის, ფარდულებისა და ღობეების პოზიცია თანამგზავრის სურათებს დაემთხვა.

18 ნოემბერს სოციალურ ქსელში ორი ვიდეო გამოჩნდა. პირველში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს სახლს 10-მდე ხელებაწეული რუსი ჯარისკაცი და უკრაინის შეიარაღებული ძალების კამუფლირებულ ფორმაში ჩაცმულ, ყვითელი სამკლაურის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს ტყვედ ბარდება. ბრძანების შესაბამისად, ისინი მიწაზე წვებიან. ვიდეო უეცრად წყდება, როდესაც კადრში შემოდის კიდევ ერთი ადამიანი, დიდი ალბათობით, რუსი და ისმის გასროლის მსგავსი ხმა.

მეორე ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, დრონიდან არის გადაღებული, ჩანს იმავე ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცების ცხედრები, ზოგი მათგანის გვერდით სისხლის გუბეებია.

ამავდროულად, სპეციალისტი ომის დანაშაულების საკითხებში ივა ვუკუსიჩი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა, ტყვეები ორმხრივი ცეცხლის დროს დახოცეს, თუ სროლის შეწყვეტის შემდეგ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG