ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს გადაწყვეტილი არ აქვს, გააგრძელებს თუ არა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობას


ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ პირობას არ დებს, რომ შეთანხმების ამჟამად დადგენილი ვადის ამოწურვის, 19 ნოემბრის შემდეგ, დარჩება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში, რომლითაც რუსეთის ბლოკადის ქვეშ მყოფი შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის გატანა გახდა შესაძლებელი. კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკუთარი მონაწილეობის განახლებამდე, რუსეთს ჯერ კიდევ სჭირდება შეაფასოს, შეთანხმება თუ მუშაობს.

იმავე დღეს, პესკოვის განცხადებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაჟინებით მოუწოდა გაეროს, რომლის შუამავლობითაც ეს შეთანხმება შედგა, რომ გააძლიეროს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვისთვის დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქონ. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს შეზღუდვები აფერხებს მისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სასუქების ექსპორტს, რომელიც ასევე ამ შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

XS
SM
MD
LG