ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი სის ესაუბრება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარასკევს ვიდეო ზარით ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ისაუბრებს. მხარეები განიხილავენ ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს.

„ისაუბრებენ ორმხრივ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს. “და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აზრთა გაცვლა უფრო მწვავე რეგიონულ პრობლემებზე“, - დასძინა პესკოვმა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

მოსკოვი ცდილობს პეკინთან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებას მას შემდეგ, რაც თებერვალში თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში გაგზავნა. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას.

ამასთან, პეკინმა გაზარდა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვები მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი, ხოლო მოსკოვმა საჯაროდ დაუჭირა მხარი სის პოზიციას ტაივანთან დაკავშირებით და დაადანაშაულა დასავლეთი თვითმმართველი კუნძულის სტატუსზე კონფლიქტის პროვოცირებაში. ტაივანს პეკინი მის ტერიტორიად მიიჩნევს.

თუმცა სი ძინპინმა რამდენჯერმე გააკრიტიკა მოსკოვის ნაბიჯი უკრაინაში. პუტინმა სექტემბერში საჯაროდ განაცხადა, რომ მისმა ჩინელმა კოლეგამ "შეშფოთება" გამოხატა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG