ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი უარყოფს, რომ ომის შესახებ ამერიკასთან მოლაპარაკებას ცდილობს


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

კრემლმა, 26 იანვარს უარყო ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგის“ მიერ გავრცელებული ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინაში ომის დასრულებაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ, შეერთებულ შტატებს, არაპირდაპირი არხებით, გარკვეულ სიგნალებს უგზავნის.

„ბლუმბერგის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს დაადგინოს, მზად არის თუ არა ვაშინგტონი, მოლაპარაკებებში ჩასართველად.

გამოცემა, კრემლთან დაახლოებულ ორი პირის ნათქვამს ავრცელებს, რომელთა მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინს „შეიძლება ჰქონდეს ნება, გადახედოს თავის დაჟინებულ მოთხოვნას, რომლითაც უკრაინის ნეიტრალიტეტსა და საბოლოოდ, მის მიერ, ნატოს წევრობაზე უარის თქმას ითხოვდა.“

უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოსაწყებად, რუსეთმა ერთ-ერთ ცენტრალურ საბაბად, სწორედ ეს „საფრთხე“ გამოიყენა.

„ბლუმბერგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, ჟურნალისტებმა კრემლის პრესსპიკერ, დმიტრი პესკოვს ჰკითხეს: კონკრეტულად, არის თუ არა მოსკოვი მზად, უარი თქვას თავის მოთხოვნებზე, უკრაინის ნეიტრალიტეტისა და ნატოში წევრობის შესახებ?

„არა, ეს არასწორი ცნობაა. აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, - თქვა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG