ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ სი ძინპინი „მშვიდობის სამიტზე“ მიიწვია


უკრაინის ხელისუფლება, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს "მშვიდობის სამიტზე" იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უმაღლესი დიპლომატიური მრჩეველი, იჰორ ჟოვკა ავრცელებს. „მშვიდობის სამიტი“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.

„ჩვენ ვიწვევთ ჩინეთს სამიტში მონაწილეობისთვის, უმაღლეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის დონეზე“, - ამბობს იჰორ ჟოვკა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

სამიტში მონაწილე ქვეყნები გაეცნობიან 10 პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იქნა შემუშავებული. გეგმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინიდან რუსული ჯარის გაყვანას ითვალისწინებს. მოიცავს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს და ტყვეების გაცვლას.

„სამიტზე ვისაუბრებთ გზაზე, რომლითაც შეიძლება ეს სამშვიდობო გეგმა განხორციელდეს“, - ამბობს ზელენზკის მრჩეველი.

პეკინსა და მოსკოვს შორის, ბოლო წლებში, ურთიერთობები გაღრმავდა. თუმცა, პეკინი რუსეთ-უკრაინის ომში პოზიციის დაფიქსირებისგან მუდმივად თავს იკავებს. პეკინის გაცხადებული მიზნები კი ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და მისი დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. კიევს აქვს იმედი, რომ ჩინეთის ჩართულობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს უკრაინისა და 82 ქვეყნის მიერ ერთდროულად შემუშავებულ სამშვიდობო გეგმის განხორციელებაზე.

"მშვიდობის სამიტის" გამართვა შვეიცარიაში იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG