კოსოვოს პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გარდაცვლილი შვილი, კოსოვოს მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობაში გაწეული სამსახურისთვის მედლით დააჯილდოვა.
ბო ბაიდენი კოსოვოში 1998-99 წლების ომის შემდეგ მუშაობდა. უმცროსი ბაიდენი ადგილობროვო პროკურორებისა და მოსამართლეების გადამზადების პროცესში მონაწილეობდა. დელავერის ყოფილი გენერალური პროკურორი, პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟი 2015 წელს, 46 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
„ბო კოსოვოში გულწრფელად მუშაობდა. მას ეს ქვეყანა შეუყვარდა. ბომ შეძლო დაენახა თქვენი საამაყო ქვეყნის მომავალი. მომავალი, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში კოსოვოს უარს ეუბნებოდნენ“ - ამბობს დაჯილდოების ცერემონიისთვის სპეციალურად გაგზავნილ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ბაიდენი.
2016 წელს, როცა ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, კოსოვოში საკუთარი შვილისადმი მიძღვნილი მემორიალი თავად გახსნა. გარდა ამისა, ბო ბაიდენის სახელი ეწოდა გზას, რომელიც იმ ბაზამდე მიდის, სადაც 700 ამერიკელი სამხედრო ახლაც არის წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყონ კოსოვოში მყიფე მშვიდობის შენარჩუნებას.
კოსოვომ, დასავლეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი მას კვლავ თავის ტეიტორიად მიიჩნევს და მის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებაზე უარს ამბობს.
„ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არსებობის უფლებისთვის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელმა ხალხმა გააკეთა, მსპოფლიოში ახლა არსებულ ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობას აღემატება“, განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა ვჟოსა ოსმანიმ ცერემონიაზე.
Facebook Forum