ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა „კოსოვოს მანდელა“ ადემ დემაჩი


82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი უფლებადამცველი ადემ დემაჩი, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პირობებში, სერბეთის მმართველობას აპროტესტებდა. წარმოშობით ალბანელმა დემაჩიმ 28 წელი ყოფილი იუგოსლავიის ციხეში გაატარა.

მოგვიანებით ადემ დემაჩი კოსოვოს გამათავისუფლებელ არმიას მეთაურობდა, რომელიც 1998-99 წლებში სერბეთის ძალებს ებრძოდა. მას 1991 წელს მიღებული აქვს ევროპის პარლამენტის მიერ დაწესებული, ანდრეი სახაროვის სახელობის თავისუფლების პრიზი.

კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ქვეყნის პარლამენტში, დემაჩის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე, კანონმდებლებმა სხდომაზე მიმდინარე დებატები შეწყვიტეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG