ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ირს გამოეთხოვა


ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ირს გამოეთხოვა

ათი ათასობით ჩრდილო კორეელმა გააცილა ფხენიანის ქუჩებში უკანასკნელ გზაზე კიმ ჩენ ირის ცხედარი.

თოვლით დაფარულ ფხენიანის ქუჩებში სამგლოვიარო პროცესიას შავი ლიმუზინი მიუძღოდა წინ ჩრდილო კორეელთა ბელადის უზარმაზარი პორტრეტით. მეორე ლიმუზინით მის ცხედარს მიასვენებდნენ, რომელიც თეთრი ყვავილებით იყო დაფარული.

შავ პალტოში გამოწყობილი ბელადის მემკვიდრე კიმ ჩენ ინი ფეხით მიაცილებდა სამგლოვიარო პროცესიას თავის გავლენიან ბიძასთან და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

კიმ ჩენ ირი 17 დეკემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა, რამაც მისი ხალხის უდიდესი მწუხარება გამოიწვია.

ამასობაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩავიდა. ამ ქვეყნის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაკ სუნ ხვანმა მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ვიზიტს. მისი თქმით:“ კორეის ნახევარ კუნძულზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების პირობებში, ჩინეთის და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბარი გაიმართა ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.“

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით: “ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ გულახდილი მსჯელობა გამართეს რეგიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ორმხრივი დიალოგი ამ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს.“

XS
SM
MD
LG