ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეას კიმ ჩენ ინი უხელმძღვენლებს


ჩრდილოეთ კორეას კიმ ჩენ ინი უხელმძღვენლებს
ჩრდილოეთ კორეას კიმ ჩენ ინი უხელმძღვენლებს

კიმ ჩენ ირის მემკვიდრე -კიმ ჩენ ინი- ხელისუფლებაში შარშან მოვიდა. ჩრდილოეთ კორეელ ოთხვარსკვლავიან გენერალზე ამბობენ, რომ ის დაახლოებით 28 წლის უნდა იყოს.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მისი დედის ვინაობას, ზუსტი დაბადების თარიღს და ოჯახურ მდგომარეობას არ ახმაურებს. ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინი კარგად ფლობს უცხო ენებს, მათ შორის ინგლისურს და გერმანულს. იმასაც აღნიშნავენ, რომ განათლება მან ჩრდილოეთ კორეის და შვეიცარიის უნივერსიტეტებში მიიღო. სავარაუდოდ კიმ ჩენ ინმა კარგად იცის კომპიუტერი და სხვა სახის თანამედროვე ტექნოლოგია.

ახალგაზრდა ლიდერს ძალზე ამბიციური და შეუბრალებელი ადამიანის სახელი აქვს. მას მამამ, ჩრდილოეთ კორეის ყოფილმა მეთაურმა -კიმ ჩენ ირმა- ლიდერობა მემკვიდრეობით ერთი წლის წინ გადაულოცა. უკანასკნელი თვეების მანძილზე ის მუდმივად თან ახლდა მამას. მისი წარდგენა საერთაშორისო საზოგადოებრიობისადმი კი სამხედრო აღლუმზე მოხდა, როდესაც ჩრდილოეთ კორეა მმართველი მუშათა პარტიის 65 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

XS
SM
MD
LG